„ბლანკოსმა“ ხაკობო რამონის დაბრუნება გადაწყვიტა
სამეფო კლუბში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ კანტერანო ხაკობო რამონი ძალიან მაღალი დონის მცველია.
იტალიის სერია A-ში გადასვლის შემდეგ, რამონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა შესაძლებლობები. ის დღესდღეობით იტალიაში ერთ-ერთი თვალსაჩინო და ალბათ საუკეთესო ცენტრალური მცველია.
მადრიდში ხვდებიან, რომ გამოსყიდვის უფლება უნდა აამოქმედონ.
„მარკას“, „ას“-ის და კიდევ არაერთი გამოცემის ცნობით, 2027 წლის ზაფხულში ხაკობო მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება და 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- დღეს, 15:08
- 150
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




