მბაპე:„ოქროს ბურთს აუცილებლად მოვიგებ“
კილიან მბაპემ ოქროს ბურთთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ის, რომ მეორე ადგილზე გავედი და მცირედი დამაკლდა პირველ ადგილამდე არაფერს წყვეტს. გამარჯვებული არ ვარ, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, მეორე პოზიცია დავიკავე თუ მეხუთე.“
„ოქროს ბურთს აუცილებლად მოვიგებ, ეს გარემოება ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.“
„ვეცდები გავიტანო ბევრი გოლი და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.“
„რა თქმა უნდა, მთავარი კოლექტიური ჯილდოებია, თუმცა ოქროს ბურთზე ვოცნებობ და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ.“
„კეინი? ვულოცავ ჰარის, ის ნამდვილად ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია.“
„დიდ მადლობას ვუხდი რონალდო ნაზარიომ, რომელმაც ჩემი სტილი საკუთარს შეადარა, ეს რა თქმა უნდა, სიამაყისმომგვრელია.“
- დღეს, 15:05
- 142
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




