პედრო პორო „რეალის“ რადარზეა
თუ ტრენტ ალექსანდერ არნოლდი მადრიდის „რეალს“ დატოვებს, ჟოზე მოურინიო მის შემცვლელად პედრო პოროს განიხილავს.
„ტოტენჰემის“ განაპირა მცველი, რომელიც ესპანეთის ნაკრებშიც ხშირად ხვდება, „რეალს“ ადრეც სურდა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მოურინიოს პედრო მოსწონს და მიიჩნევს, რომ თუ ის „მერენგებში“ გადავა, სამეფო კლუბის რესურსი დაცვით ფაზაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ ეტაპზე ყველაფერი ტრენტის მომავალზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ ალექსანდერ არნოლდი წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
- დღეს, 14:50
- 197
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



