„რეალის“ ოფიციალური განცხადება - კილიან მბაპე!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კილიან მბაპესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალი“ ბოდიშს უხდის ჩინელ ხალხს იმ უსიამოვნების გამო, რომელიც შესაძლოა ჩვენი ფეხბურთელის, კილიან მბაპეს მიერ გაკეთებულმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამოიწვია.
ჩვენი კლუბი ღრმა პატივისცემით ეპყრობა ჩინეთს, მის ისტორიას, კულტურასა და მოქალაქეებს, ასევე მილიონობით ჩინელ გულშემატკივარს, რომლებიც „რეალ მადრიდის“ მიმართ სიყვარულსა და აღტაცებას გამოხატავენ.
კლუბი უერთდება კილიან მბაპეს საჯარო ბოდიშს, თავად ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა სინანული საკუთარი სიტყვების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინელი ხალხისადმი პატივისცემა.
- დღეს, 09:36
- 98
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



