ფლიკი:„წინ ფანტასტიკური მატჩი გველის“
ჰანსი ფლიკმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია ამ დიადი ისტორიის ნაწილი ვიყო. „ელ კლასიკო“ ყველასგან განსხვავებულია. აქ მხოლოდ 3 ქულა თამაშდება, მაგრამ ყველამ იცის, რომ გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ 3 ქულა.“
„სიფრთხილე და დიდი ყურადღება გვმართებს, რადგან „რეალი“ მეტისმეტად სახიფათო გუნდია.“
„ჟოზე მოურინიოს ჰყავს ბრწყინვალე შეტევის ხაზი, ძალიან სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან გოლის გასატანად.“
„სამწუხაროა, რომ კუნდე და ოლმო ხელმისაწვდომები არ არიან. ორივე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. ოლმომ დაზიანება სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიიღო.“
„მსაჯების პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ, ამის დროა ახლა არ მაქვს, ვინაიდან სამუშაო ბევრია.“
„ჟოზე მოურინიოს მიმართ დიდ პატივისცემას ვაფიქსირებ, ის ათწლეულების მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„როდრის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ექნება, მას დიდი მატჩების ჩატარების საოცარი გამოცდილება აქვს.“
„ჩვენ უნდე ვეცადოთ, რომ დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება გამივიჩინოთ და ხაზებს შორის სიმჭიდროვე შევინარჩუნოთ.“
„მბაპე? ის ძალიან სწრაფი და უბადლო შემსრულებელია. ფრანგის მიმართ რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება გვმართებს.“
- დღეს, 13:49
- 6
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




