მოურინიო:„„კამპ ნოუზე“ ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულაა“
„ელ კლასიკოს“ წინ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ კარგი დინამიკა გვაქვს, ყველა მატჩში ბევრ გოლს ვიტანთ, კარგ ტემპში ვთამაშობთ, თუმცა „ელ კლასიკოში“ იმაზე გაცილებით მეტი უნდა გავიღოთ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. საჭიროა ძალიან ბევრი სირბილი, ტაქტიკური სვლები, მომენტების გამოყენება და 90 წუთიანი კონცენტრაცია.“
„„ელ კლასიკო“ განსაკუთრებული. არაერთი დერბი და დიდი მატჩი ვიცი, მაგრამ ამ მატჩს მთელი მსოფლიო უყურებს და მსოფლიოს უდიდესი ინტერესი აქვს.“
„მატჩის მთავარი მსაჯი? მას წარმატებებს და ყველაფრის სწორად განსჯას ვუსურვებ.“
„ის, რომ „ბარსელონამ“ „პსჟ“-სთან წააგო, აბსოლუტურად არაფერს ცვლის. ეს გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს.“
„ჩვენ ვმუშაობთ ერთად, ერთი მიზნის ირგვლივ. ვიცით, რა უნდა გავაუმჯობესოთ და რაზეა მეტი სამუშაო. „ბარსელონას“ დამარცხებას სატურნირო თვალსაზრსით უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.“
„ერთადერთი შედეგი, რომელიც დაგვაკმყოფილებს გამარჯვებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ვინაიდან ცხრილში სიტუაცია უნდა გავაუმჯობესოთ.“
„ლამინ იამალი ხარისხით სავსე ფეხბურთელია, მაგრამ არ მას არ სჭირდება პერსონალური მეურვეობა, ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას მოვაკლებთ სხვა ლიდერებს, რომლებიც ასევე ქმნიან ამინდს ჰანსი ფლიკის გუნდში.“
„ფლიკი საოცარი მწვრთნელია, ძალიან ეფექტურად მუშაობს და ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.“
„„კამპ ნოუზე“ თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცი, როგორ უნდა ვიმუშავო იმისთვის, რომ წნეხს გავუძლო.“
- დღეს, 16:32
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



