ფედე ვალვერდეს ახალი როლი „ელ კლასიკოში“

ჟოზე მოურინიო „ელ კლასიკოსთვის“ უკვე დიდი ხანია ემზადება, მაგრამ დღეიდან უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ გუნდის მთელი კონცენტრაცია „კამპ ნოუსკენ“ არის მიმართული.

საფეხბურთო სამყარო მორიგი „ელ კლასიკოს“ მოლოდინშია, სადაც ტაქტიკური დუელი მატჩის ბედს ჯერ კიდევ სასტვენის ხმამდე გადაწყვეტს. ჟოზე მოურინიოს სტილისთვის დამახასიათებელია მეტოქის სუსტ წერტილებზე დარტყმა და საკუთარი ფლანგების მაქსიმალური დაზღვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამაში „კამპ ნოუზე“ იმართება. მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კატალონიაში მოულოდნელ, თუმცა სიღრმისეულად გათვლილ ტაქტიკურ სვლას შემოგვთავაზებს, სადაც ცენტრალური ფიგურა ფედერიკო ვალვერდე გახდება.

გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ნახევარდაცვის ცენტრში არსებული დისბალანსია. მოურინიო საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ორმაგი საყრდენის ზონაში  ჩუამენისა და ფედე ვალვერდეს დუეტი სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. ფრანგი ფეხბურთელი ტიპიური ჩამშლელია - ის შესანიშნავად კითხულობს თამაშს დაცვით ფაზაში, ფიზიკურად ძლიერია და პოზიციურად სწორად დგას, თუმცა ბურთის პროგრესირებასა და შეტევის ორგანიზებაში შეზღუდულია. თავის მხრივ, ვალვერდეს სულ სხვა პროფილები აქვს: უზარმაზარი სამუშაო არეალი, დინამიკა და ერთ-ერთზე ეფექტური თამაშის სტილი. ურუგვაელის მხოლოდ ჩამშლელად დაყენება მისი საუკეთესო თვისებების იგნორირებაა, ხოლო ჩუამენისთან წყვილში სივრცეების გადანაწილება ხშირად ცენტრის გახსნილობას იწვევდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „სამეფო კლუბის თავკაცმა ახალი გამოსავალი იპოვა, რომელიც გუნდის ბალანსს სრულად აღადგენს. მოურინიო გეგმავს, რომ „რეალი“ მოედანზე სამი ნომინალური ნახევარმცველით გამოვიდეს, ხოლო ვალვერდეს სრულიად განსხვავებული, ჰიბრიდული ფუნქცია დაეკისროს. ეს სქემა მადრიდელებს საშუალებას მისცემს, არ დაკარგონ სიმჭიდროვე მოედნის ცენტრში და ამავდროულად მიიღონ უზარმაზარი უპირატესობა მარჯვენა ფლანგზე, სადაც „ბარსელონა“ განსაკუთრებით აგრესიულად უტევს.

ახალი ტაქტიკური ჩანაფიქრით, შეტევის ფაზაში ურუგვაელი მარჯვენა ვინგერის პოზიციას დაიკავებს და ფლანგს მაქსიმალურად გააძლიერებს. ვალვერდეს ფენომენალური სისწრაფე, შორეული დარტყმები და სივრცეში შეჭრის უნარი „ბარსელონას“ მცველებს მუდმივი წნეხის ქვეშ აამყოფებს. მისი მარჯვნივ გადანაცვლებით „რეალი“ მიიღებს სიღრმესა და აფეთქებადობას, რაც მეტოქის მცველებს აიძულებს უკან დაიხიონ და ცენტრალურ თავდამსხმელებსა თუ საპირისპირო ფლანგს ეტი თავისუფალი სივრცე დაუტოვონ.

თავდაცვის დროს კი ვალვერდეს როლი კიდევ უფრო კრიტიკული და მრავალმხრივი გახდება. ურუგვაელი ფაქტობრივად მთლიანად გააკონტროლებს მარჯვენა ფლანგს და ორმაგ დაზღვევას შექმნის. ის დაეხმარება როგორც მარჯვენა მცველს კატალონიელთა გარემარბების ნეიტრალიზებაში, ასევე დროულად ჩამოვა ცენტრში იმისთვის, რომ  ნახევარმცველების სამეულს რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში დაეხმაროს. ვალვერდეს უსაზღვრო ენერგია იძლევა იმის გარანტიას, რომ „რეალი“ დაცვაში 4-4-2 ან 4-5-1 სქემაზე უმტკივნეულოდ გადაეწყობა.

„კამპ ნოუზე“ თამაში ყოველთვის მოითხოვს ტაქტიკურ მოქნილობას და ბურთის გარეშე იდეალურ დისციპლინას. ფედეს ახალი პოზიცია საშუალებას მისცემს სამეფო კლუბს, ერთი მხრივ, სრულად ჩაკეტოს მასპინძელთა ყველაზე სახიფათო შეტევითი ზონები, ხოლო მეორე მხრივ, სწრაფი შეტევების დროს მყისიერი საფრთხე შექმნას მეტოქის კართან.

საბოლოო ჯამში, ვალვერდეს პოზიციის ცვლილება არ არის უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი, ეს არის თამაშის სტრუქტურული გარდაქმნა. ჩუამენის სუფთა ჩამშლელად დატოვებით, ცენტრში დამატებითი ნახევარმცველის შეყვანითა და ფედეს ფლანგზე გადანაცვლებით, მოურინიო იღებს გუნდს, რომელიც თანაბრად ძლიერია როგორც პოზიციურ თავდაცვაში, ასევე კონტრშეტევებზე. კლასიკოს ბედი სწორედ ასეთ დეტალებში წყდება და ურუგვაელის ახალი როლი შესაძლოა მადრიდელთა გამარჯვების მთავარი გასაღები აღმოჩნდეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (135)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)