რონსერო:„„რეალზე“ დიდი რესურსი შეტევაში არავის აქვს“
ტომას რონსერომ „რეალისა“ და „ლაიფციგის“ შეხვედრა შეაფასა და ჟოზე მოურინიოს რესურსზე ისაუბრა.
„„რეალს“ შეტევაში დიდი რესურსი აქვს. ფაქტია, რომ მოურინიოს განკარგულებაში არიან მბაპე, ესპი, ბრაჰიმ დიასი, არდა გიულერი, დიომანდე და ენდრიკი. სპეციალურად არ ვახსენე ვინისიუსი, რომელიც ახლა კარგ ფორმაში არ არის, მაგრამ როდესაც ამხელა რესურსი არსებობს, ვინის არყოფნა გუნდს აღარ ეტყობა.“
„„რეალის“ მთავარი პრობლემა ნახევარდაცვა და მეტი ბალანსია, თუ მოურინიო ამ პრობლემას მოაგვარებს, ვინიც უმტკივნეულოდ დაბრუნდება.“
„წინ „ელ კლასიკო“ გველის. სამეფო კლუბის გულშემატკივრებს ნამდვილად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან გუნდი კარგ ფორმაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ემოციური ფაქტორი ბევრს გადაწყვეტს.“
- დღეს, 11:19
- 82
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




