რუდიგერი:„„ელ კლასიკო“, ეს ის მატჩია, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ“
ტონი რუდიგერმა „ლაიფციგის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო გააზრებული ტაქტიკური დუელი, სადაც მატჩის ყველა ეპიზოდში უპირატესობა გვქონდა.“
„სამწუხაროა, რომ გოლი გავუშვით, თუმცა მთავარი ის არის, რამდენი გავიტანეთ.“
„ვულოცავ დიომანდეს, ის საოცარი ფეხბურთელია და უდიდეს პროგრესს აჩვენებს. „რეალში“ ადაპტაცია მარტივი არ არის, მაგრამ მან ეს უკვე მოახერხა.“
„წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის, რომელზე ფიქრსაც ხვალიდან დავიწყებთ.“
„„ელ კლასიკო“, ეს ის შეხვედრაა, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და აქტივში მნიშვნელოვან 3 ქულას ჩავიწერთ. ჩვენ ლა ლიგა უნდა მოვიგოთ, ეს გზა კი „კამპ ნოუზე“ გამარჯვებით იწყება.“
- დღეს, 11:19
- 38
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




