ანჩელოტი:„გიულერი სხვა სიმაღლეზე ავიდა“
კარლო ანჩელოტიმ არდა გიულერი შეაქო.
„მიხარია, რომ არდას ამხელა პროგრესი აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჟოზე მოურინიოს ხელში თურქი ფეხბურთელი სხვა სიმაღლეზე ავიდა.“
„ნიჭი ამ ფეხბურთელს ყოველთვის ჰქონდა. ალბათ გემახსოვრებათ, რამდენ პრესკონფერენციაზე მითქვამს, რომ მან უნდა მოითმინოს.“
„მუდმივმა მუშაობამ და თავმდაბლობამ შედეგი გამოიღო. დარწმუნებული ვარ, გიულერის და „ბლანკოსის“ გზები ათწლეულის მანძილზე იქნება გადაკვეთილი ის საუკეთესო შედეგებს დადებს.“
„ჩემი აზრით, დღესდღეობით არდა ტოპ 5 ნახევარმცველს შორის უკვე არის.“
- დღეს, 12:00
- 0
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



