გუტი:„ის, რასაც არდა აკეთებს სრულიად წარმოუდგენელია“
ხოსე მარია გუტიერესი „რეალისა“ და „ლაიფციგის“ შეხვედრას დაესწრო, რის შემდეგაც სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
„ის, რასაც არდა გიულერი აკეთებს, სრულიად წარმოუდგენელია. არ დაგავიწყდეთ, რამდენი წლის არის თურქი ფეხბურთელი.“
„არ ვიცი, სად სრულდება გიულერის შესაძლებლობები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ის ნამდვილ მონსტრად ჩამოყალიბდება. არდა საოცარი მოთამაშე, გენიალური თვისებებით.“
„ამ ასაკში „რეალში“ ასე თამაში სრულიად განმაცვიფრებელია.“
„მე ვპროგნოზირებ, რომ არდა მალე ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი იქნება, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ალამაზებს.“
- დღეს, 11:16
- 53
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



