ბერნარდუ:„„ელ კლასიკო“ აუცილებლად უნდა მოვიგოთ“
ბერნარდუ სილვამ „ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, კარგი თამაში მქონდა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე. განსხვავებულ პოზიციაზე მიწევს ასპარეზობა და ვხვდები, რომ კიდეც ბევრი რამ უნდა დავხვეწო.“
„ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ყოველთვის დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, დიდი ემოციებით გამოვხატე მეტოქის კარის აღება.“
„წინ „ელ კლასიკო“ გველის. ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაა, სადაც გამარჯვებული „ბლანკოსი“ უნდა გამოვიდეს, რადგან ლა ლიგაში, ძალიან გვჭირდება 3 ქულა.“
„ვულოცავ დიომანდეს, ვულოცავ არდა გიულერს, მათ საოცარი გამოსვლა ჰქონდათ.“
„ვინისიუსი? შესაძლოა ის საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ბრაზილიელს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი.“
- დღეს, 11:15
- 38
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




