მბაპე:„მოდით ვიბრძოლოთ ოქროს ბურთისთვის“
კილიან მბაპემ „ლაიფციგთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეფექტური თამაში გამოდგა, მიხარია, რომ მეტოქის კარის აღება კვლავ შევძელი. ამ სეზონში ჩემი მიზანი კვლავ იქნება ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა.“
„წინ „ელ კლასიკოა“, რასაც განსაკუთრებული ყურადღებით ველოდები. მოტივირებული ვარ და „კამპ ნოუზე“ გამარჯვება მსურს.“
„კატალონიაში ვიზიტიდან მეორე დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოება? მოდით, ვიბრძოლოთ ამ ჯილდოსთვის. ვთვლი, რომ კარგი შანსი მაქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.“
„დიომანდე საოცარი ფეხბურთელია, მას უდიდესი პერსპექტივა აქვს.“
„არდა გიულერი ჩემი პატარა მეგობარი გახლავთ, მისი პასები ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. ამ სეზონში თურქი ფეხბურთელი ძალიან გაიზარდა.“
- დღეს, 11:14
- 50
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



