კონატე:„ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს“

იბრაჰიმა კონატემ „ლაიფციგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ლაიფციგთან“ შეხვედრა ჩემთვის რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური იქნება, რადგან ამ კლუბში ვთამაშობდი და კარგად მახსოვს იქაური გარემო. ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა სიამოვნებას მომანიჭებს.“

„ჩვენი მიზანი ჯგუფური ეტაპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დასრულებაა, შესაბამისად, მეტი აქტიურობა გვმართებს და უნდა ვეცადოთ, რომ ქულების მაქსიმუმი დავაგროვოთ.“

„როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი გავხდი, ყველა თანაგუნდელი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ადაპტაცია მალე გამევლო. აქ მეგობრული გარემოა, სადაც სიახლეების შიში არავის აქვს.“

„ყველაფერს ვაკეთებ დასახული მიზნების მისაღწევად, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ, მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე.“

„მიხარია, რომ საოცნებო კლუბში მოვხვდი, „ბლანკოსი“ არის მსოფლიოს უდიდესი კლუბი, საოცარი ისტორიით და შესაძლებლობებით. მსურს, რომ აქ დიდხანს დავრჩე და ბევრი ტიტულის მოგება შევძლო.“

„„ელ კლასიკოზე“ ფიქრს ჯერ არ ვაპირებთ, რადგან ახლა მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის წარმატებით ჩატარებაა. როგორც კი ლიგის ეტაპი დასრულდება, მაშინვე გადავერთვებით „ბარსელონასთან“ შეხვედრაზე.“

„ეს ჩემი პირველი „ელ კლასიკო“ იქნება, რასაც თან სდევს გარკვეული ნერვიულობა, თუმცა კატალონიურ გრანდთან სხვა გუნდის მაისურით არაერთხელ მითამაშია და შესაბამისი გამოცდილებაც მაქვს.“

„არ მსურს მსაჯებზე საუბრით თავი შეგაწყინოთ, მე ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ მწვანე მინდორზე კარგ თამაშზე ვარ ფოკუსირებული, ჩემთვის უმთავრესი სწორედ ეს არის. პროფესიონალი მოთამაშეები მხოლოდ საკუთარ საქმეზე ფიქრობენ.“

„დიომანდეს კაშკაშა მომავალი აქვს, ის ჩემსავით „ლაიფციგში“ თამაშობდა და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი შეხვედრა ემოციური იქნება.“

„იანის სისწრაფე, ტექნიკური მახასიათებლები და მუდმივი შრომა, აუცილებლად გამოიღებს საუკეთესო შედეგებს.“

„„სევილიასთან“ მატჩის შემდეგ ყველა კმაყოფილი იყო, რადგან გუნდმა საოცარი თამაში ჩაატარა. გვქონდა მომენტები, სისწრაფე, აგრესია და სანახაობა. ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებშიც მსგავს გამოსვლებს ვიხილავთ.“

„ეს მადრიდის „რეალი“, რომელიც ყველა სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძვის. აქ არ არსებობს დამატებითი შეკითხვა.“

„როდესაც ჟოზე მოურინიო საუბრობს, მას ყველა ყურადღებით უსმენს, პორტუგალიელი განსაკუთრებულ ავტორიტეტს ფლობს.“

„ძალიან მიხარია, რომ გუნდში ამდენი ფრანგი ფეხბურთელია. კილიან მბაპესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (119)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)