კურტუას აგენტი „რეალის“ გენერალურ დირექტორს ხვდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდული დროით 09:00 საათზე, ტიბო კურტუას აგენტისა და მადრიდის „რეალის“ გენერალური დირექტორის შეხვედრა დაიწყო.
საქმე ეხება ახალ კონტრაქტს, რომელსაც ბელგიელმა კიპერმა ხელი უნდა მოაწეროს.
3 დღის წინ მხარეებმა დოკუმენტები გაცვალეს იმისთვის, რომ პუნქტებში საბოლოო დაზუსტება მომხდარიყო.
სავარაუდოდ, ახლა ყველა დეტალი შეთანხმებულია და კურტუასთან ახალი შეთანხმება ოფიციალურად მალე დადასტურდება.
როგორც კლუბმა, ასევე მოთამაშემ სრული მზაობა გამოთქვა ერთობლივ თანამშრომლობაზე.
- დღეს, 11:36
- 17
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




