სერხიო რამოსის და „ხეტაფეს“ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს
გუშინ „მარკამ“ და არაერთმა ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სერხიო რამოსმა შესაძლოა „ხეტაფეში“ იასპარეზოს.
განახლებული ცნობების მიხედვით, მოთამაშესა და მადრიდულ კლუბს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და არსებობს სერიოზული შანსი იმისა, რომ სერხიომ „ხეტაფესთან“ შეთანხმებას მიაღწიოს.
არსებული ინფორმაციით, მაქსიმუმ კვირის ბოლომდე „რეალის“ ლეგენდის მომავალი გადაწყდება.
- დღეს, 11:34
- 5
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



