მილიტაო:„ამ დღეზე ვოცნებობდი“
ედერ მილიტაომ „სევილიასთან“ მატჩი შეაფასა.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღეს დიდხანს ველოდებოდი.“
„მიხარია, რომ დავბრუნდი და გუნდის დახმარება შემიძლია.“
„მომდევნო კვირებში უფროდაუფრო მეტს ვითამაშებ და ვეცდები, გუნდისთვის სასარგებლო ვიყო.“
„დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ ნამდვილი შოუ იხილა. დარწმუნებული ვარ, ყველა ბედნიერია, ვინაიდან „ბლანკოსმა“ ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა.“
„ახლა „ლაიფციგზე“, შემდეგ კი კატალონიის „ბარსელონაზე“ უნდა გადავერთოთ. ურთულესი შეხვედრები გველის.“
- დღეს, 12:05
- 213
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




