მოურინიო:„დიომანდეს განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს“
ჟოზე მოურინიომ „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ეს ძალიან სანახაობრივი, მომენტებით დახუნძლული და ეფექტური თამაში იყო. სწორედ ასეთი სამეფო კლუბის ხილვა მსურს, ძალიან მიხარია, რომ გუნდს შეუძლია მსგავს სტილში თამაში.“
„ვულოცავ მილიტაოს, მისი დაბრუნება უმნიშვნელოვანესია. ბრაზილიელს აქვს კოლოსალური გამოცდილება, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება.“
„„სევილიას“ მწვრთნელის სიტყვები არდა გიულერის გაძევებასთან დაკავშირებით? ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.“
„დიომანდეს აქვს არნახული სისწრაფე, საშემსრულებლო ოსტატობა, ბურთის ფლობის უნარი, კარში დარტყმა და შრომისმოყვარეობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მიზნების მიღწევა შეუძლია. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, მე მჯერა იანის დიდი გეგმების.“
„შემდეგი გაჩერება „ლაიფციგია“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამე ტურის მოსაგებად, ამის შემდეგ კი „ელ კლასიკოზე“ გადავერთვებით.“
„რა თქმა უნდა ვფიქრობთ „ბარსელონაზე“, მაგრამ ამაზე ჯერ ვერ ვკონცენტრირდებით, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა.“
„ვინისიუსი „ლაიფციგის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს.“
- დღეს, 11:16
- 82
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




