ვალდანო:„ეს არ არის ფეხბურთი, რომელსაც მადრიდელი ქომაგი ელის“
ხორხე ვალდანომ „რომასა“ და „რეალის“ დაპირისპირების შემდეგ, საკუთარი ხედვა შემოგვთავაზა.
„ეს არ არის ფეხბურთი, რომელსაც მადრიდელი ქომაგი ელის. ფაქტია, რომ გუნდის ნახევარდაცვის ხაზში სერიოზული პრობლემებია.“
„მას შემდეგ, რაც მოედანზე არდა გიულერი შევიდა, ყველაფერი შეიცვალა, მეტი კრეატივი ვიხილეთ და „ბლანკოსმა“ გააზრებული შეტევები დაიწყო.“
„თურქი ფეხბურთელის როლი „მერენგების“ რიგებში ყოველდღიურად იზრდება.“
„მოვუწოდებ ჟოზეს, აღარასდროს დატოვოს არდა სათადარიგო სკამზე, ვინაიდან მის გარეშე „ბლანკოსის“ თამაში უფერულდება.“
„ცალკე უნდა გამოვყო ესპის, ენდრიკის და სხვების შესანიშნავი თამაში. ცვლილებებმა გუნდი ძალიან გააძლიერა, მაგრამ სტრუქტურული თვალსაზრისით პრობლემები არსად წასულა.“
„დარწმუნებული ვარ, მიღწეული შედეგი სამეფო კლუბს თავდაჯერებულობას შემატებს, მაგრამ თუ ნახევარდაცვაში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, ამ გუნდით სასურველი შედეგის მიღება გაჭირდება.“
- დღეს, 11:21
- 105
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




