მოურინიო:„ქაოსი იყო, თუმცა გუნდმა მებრძოლი ხასიათი აჩვენა“

ჟოზე მოურინიომ „რომასთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„პირველი ტაიმი ძალიან მძიმე გახლდათ და ეს იყო ჩემი შეცდომა. მეორე ნახევარში ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელე და შედეგებიც მივიღეთ.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. არაერთ ასპექტში ხარვეზები გვქონდა.“

„დიდ მადლობას ვუხდი „ჯალოროსის“ გულშემატკივრებს, მათი მხრიდან დიდი სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი.“

„„ინტერისა“ და „რომას“ წინააღმდეგ 6 ქულა მოვიპოვეთ, ეს შესანიშნავი შედეგია.“

„როგორ ფიქრობთ, ნორმალურია ფეხბურთელს აცნობო სანქციის შესახებ მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი უნდა ითამაშოს და თანაც ეს ყველაფერი 1 საათში მოხდეს?  ვინი მენტალურად მოკლეს მაშინ, როდესაც უთხრეს, რომ ლა ლიგაში 4 მატჩს გამოტოვებდა. ეს ყველაფერი რომ ხვალ ეცნობებინათ აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა.“

„ბერნარდუ და არდა სასტარტოდან? მე მჭირდება მეტი ბალანსი. გუნდი, რომელიც მეორე ტაიმში ვიხილეთ მოედანზე ექსტრა შემტევი იყო, მოედნის ცენტრში არავინ გვყავდა.“

„ესპი? ის შესანიშნავია, დროთა განმავლბოაში უფროდაუფრო მეტჯერ გამოჩნდება მოედანზე. კარლოსის მსგავსი ფორვარდები დღესდღეობით ცოტანი არიან.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (84)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)