ჩუამენი:„ჩემთვის ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა დამატებითი გამოწვევაა“

ორელიან ჩუამენიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი მოტივირებულია და „ოლიმპიკოზე“ მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. ვიცით, რომ ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, თითოეულ მატჩს და ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“

„„ვილიარეალთან“ შეხვედრამ დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ ჩვენ კარგი აღდგენა გვქონდა და სათამაშოდ მზად ვართ.“

„პირადი კონდიციით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს მაქსიმუმი არ არის და კიდევ მოვუმატებ.“

„გუნდში მეგობრული გარემოა. არცერთი ინფორმაცია, რომელიც დაპირისპირებას უკავშირდება, სიმართლე არ არის.“

„წინა ხაზში უდიდესი რესურსი გვაქვს, რომელსაც გუნდი აუცილებლად გამოიყენებს, „რეალს“ ამ სეზონში დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია.“

„ვის მივცემდი ოქროს ბურთს? კილიან მბაპეს, ის საუკეთესოა. თუ კილიანი ვერ გაიმარჯვებს, ოლისეს ან უსმან დემბელეს.“

„ცოტა სირბილი? მთავარია როდის დარბიხარ ეფექტურად და არა ის, რამდენს დარბიხარ.“

„ზოგიერთი ფიქრობს, რომ მე და ვალვერდე ნახევარდაცვის ცენტრში საკმარის რესურსს ვერ ვქმნით?  ეს კითხვა პრეზიდენტს და მწვრთნელს დაუსვით.“

„ჩემთვის, როგორც ნახეარმცველისთვის, ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ახალი გამოწვევაა. ის განსხვავებულ ასპექტებს აქცევს ყურადღებას, რაც მეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო გავიზარდო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (73)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)