მოურინიო:„იტალიაში 3 ქულის ასაღებად ჩამოვედით“

ჟოზე მოურინიომ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. რა თქმა უნდა, ჩემთვის აქ დაბრუნება ამაღელვებელია, ვინაიდან „რომას“ ვწვრთნიდი, მაგრამ ახლა მოწინააღმდეგის როლში ვარ.“

„დარწმუნებული ვარ, ქომაგები საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ. ჩვენი მიზანი 3 ქულაა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ვეცადოთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე სტაბილურად გამოვიდეთ.“

„ითამაშებს თუ არა ვინისიუსი სასტარტოში? არ მინდა, რომ ტყუილი გითხრათ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. შემადგენლობის ფორმირება ჯერ არ დამისრულებია.“

„ფედე ვალვერდე შესანიშნავია, მას ყოველთვის ნახევარდაცვაში გამოვიყენებ, ვინაიდან გუნდში არის ორი უძლიერესი მარჯვენა მცველი ტრენტისა და დუმფრისის სახით.“

„ყველამ კარგად იცის, რას ვფიქრობ მსაჯებზე, ამიტომ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.“

„მიუხედავად სკანდელებისა, ჩვენ „ვილიარეალთან“ შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც სატურნირო თვალსაზრისით აუცილებელი იყო.“

„„რომას“ ქომაგები? დარწმუნებული ვარ, მათი პატივისცემა დავიმსახურე და დახვედრა აგრესიული არ იქნება. მე იტალიური კლუბისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.“

„დიომანდეს პროგრესი აშკარაა, ის კიდევ მოუმატებს, რადგან არნახულ პოტენციალს ფლობს.“

„თუ გამარჯვება გვსურს, 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურები უნდა ვიყოთ. სწორედ მოიტანს 3 ქულას. არ შეიძლება გარვეულ ფაზებში ინერტულობა, ეს ჩემპიონთა ლიგაა, ტურნირი, სადაც მუდმივი ყურადღებაა საჭირო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (73)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)