ტონი კროოსმა A კატეგორიის ლიცენზიის ასაღები კურსები უკვე დაიწყო
ტონი კროოსი მოვლენებს აჩქარებს და სურს, რომ მომდევნო სეზონიდან სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყოს. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა A კატეგორიის ლიცენზიის ასაღები კურსები უკვე დაიწყო და რამდენიმე თვეში უმაღლესი ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
გერმანელი ფეხბურთელი ინტენსიურ კურსს გაივლის და ეცდება, მაქსიმალური შედეგები მიიღოს.
მადრიდის „რეალში“ კროოსის ახალ ეტაპზე გადასვლას იმედის თვალით უყურებენ და სჯერათ, რომ მისგან ძალიან ჭკვიანი, ტაქტიკურად გამართული სპეციალისტი დადგება.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის პატივისცემა კროოსისადმი არსად დაკარგულა და საშუალოვადიან პერსპექტივაში მას მთავარ მწვრთნელადაც განიხილავენ.
- დღეს, 12:00
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




