პედრეროლი:„ჩემპიონთა ლიგის შედეგებს მოურინიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“

ხოსეპ პედრეროლმა ჩემპიონთა ლიგის კვირასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დროა, სამეფო კლუბმა 8 საუკეთესომ გუნდში დაიმკვიდროს ადგილი, რაც Play off-ის ავტომატური გარანტიაა.

„„ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისთვის“ უბრალო ტურნირი არ არის. ეს კლუბის იდენტობა და „დნმ“-ია, თუმცა ახალ ფორმატში შეცდომის დაშვების უფლება მინიმუმამდეა დაყვანილი. პირდაპირ გეტყვით, სამეფო კლუბმა ტურნირის პირველივე ეტაპიდანვე მაქსიმალური მობილიზება უნდა აჩვენოს, რადგან თითოეული ქულა, თითოეული გატანილი თუ გაშვებული ბურთი ოქროს ფასია. ევროპულ არენაზე ნახევარი ძალით თამაში ან მეტოქის სათანადოდ შეუფასებლობა აღარ გადის, პირველივე წუთებიდან უნდა დავინახოთ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაცია.“

„განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება პირდაპირ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაზე, რაც მიმდინარე გათამაშებაში გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს ნებისმიერ გრანდს. ეს არ არის მხოლოდ პრესტიჟის საკითხი,  ეს არის სტრატეგიული გამარჯვება, რომელიც გუნდს დამატებითი, ურთულესი ფლეი-ინ რაუნდისგან ათავისუფლებს. სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ორი კალენდარული მატჩის აცილება და ფეხბურთელების ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური რესურსის დაზოგვა შეიძლება სწორედ ის ფაქტორი აღმოჩნდეს, რაც გაზაფხულზე ტიტულების ბედს გადაწყვეტს.“

„ამ ვითარებაში ჯგუფურ ეტაპზე თითოეულ ქულას კოლოსალური მნიშვნელობა ენიჭება და „რეალს“ ქულების იაფფასიანად დაკარგვის ფუფუნება უბრალოდ არ აქვს. უნდა გავიაზროთ, რომ ტურნირის ახალი სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთი უაზრო ფრეც კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და რვა გუნდს მიღმა დაგვტოვოს. „ბლანკოსმა“ თითოეულ შეხვედრას ისე უნდა შეხედოს, როგორც ფინალს.“

„ამ მარათონში ცალკე ყურადღებას იპყრობს „რომასთან“ გასვლითი დაპირისპირება, სადაც ჟოზე მოურინიოს ფაქტორი მატჩის ინტრიგას პიკამდე წევს. დარწმუნებული ვარ, „განსაკუთრებული“ ამ შეხვედრას უდიდეს, პრინციპულ მნიშვნელობას მიანიჭებს და თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ნამდვილ ტაქტიკურ ხაფანგს დააგებს. რომაელთა საშინაო არენაზე თამაში ყოველთვის ჯოჯოხეთური გამოცდაა, მოურინიოს ემოციური და ტაქტიკური მუხტი კი ამ დაპირისპირებას ორმაგად რთულსა და საშიშს გახდის.“

„მიმაჩნია, რომ „ბლანკოსმა“ საკუთარი ხასიათი და სამეფო ამბიციები სწორედ ასეთ მატჩებში უნდა გამოავლინოს. თუ გუნდს სურს გაზაფხულზე ძალების ოპტიმალური გადანაწილებით შეხვდეს გადამწყვეტ ბრძოლებს, მან დღესვე უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა. რომში გამარჯვება და ჯგუფურ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმის დაგროვება უბრალოდ სასურველი შედეგი კი არა, სამეფო კლუბის პირდაპირი მოვალეობაა, რათა ევროპას კიდევ ერთხელ შეახსენოს, ვინ არის ამ ტურნირის მთავარი ფავორიტი.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (63)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)