ალონსო:„პრემიერლიგა და ლა ლიგა განსხვავებული ტურნირებია“
ჩაბი ალონსომ ინგლისის პრემიერლიგასა და ლა ლიგაზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფეხბურთელს, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული ინგლისსა და ესპანეთში, მწვრთნელის რანგში ჩემთვის პრემიერლიგა სიახლეა.“
„„რეალის“ მწვრთნელობა? ეს დიდი გამოცდილება იყო, თუმცა ლა ლიგასა და პრემიერლიგას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.“
„შემიძლია გამოვყო ტექნიკური კომპონენტები, ასევე ინტენსივობა, მეორე სართულზე ორთაბრძოლები და ასე შემდეგ.“
„მე არ შემიძლია შედარების გაკეთება, ვინაიდან დადებითი ნიუანსები არსებობს, როგორც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, ასევე ინგლისში.“
„ინტენსივობა? ვფიქრობ, ამ მხრივ პრემიერლიგა პირველია, აქ აუთსაიდერებიც საოცარ სისწრაფეებს ანვითარებენ და თითოეული თამაშის მოგება დიდი ენერგიის დახარჯვასთან არის ასოცირებული.“
- დღეს, 11:11
- 57
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




