„რეალი“ ვინის დისკვალიფიკაციის შემცირებას შეეცდება
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სადისციპლინო კომიტეტმა, მადრიდის „რეალი“ ვინისიუს ჟუნიორის დისკვალიფიკაციის შემცირებას შეეცდება.
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ვინი ლა ლიგის მომდევნო სამ ტურს გამოტოვებს, თუმცა შესაძლოა კომიტეტი ორი ტურითაც შემოიფარგლოს.
თუ ვინისიუსს 3 მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ, „ბლანკოსის“ პოზიცია 2 მატჩით დასჯა იქნება, ხოლო თუ საქმე ორმატჩიან უქმობასთან გვექნება, „მერენგები“ ერთი მატჩისთვის იბრძოლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიზანი „ელ კლასიკოში“, ბრაზილიელის მინდორზე გაყვანა იქნება.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მალე გახდება, ვინისიუსმა კი ბოდიში ოფიციალურად უკვე მოიხადა.
- დღეს, 10:31
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




