250 მილიონზე მეტი 2 ტოპ ნახევარმცველისთვის
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი 2027 წლის ზაფხულში ნახევარდაცვის რგოლის ძალიან სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.
პრეზიდენტი ხვდება, რომ სხვა გზა არ არის და გუნდში საოცნებო ბალანსი უკვე წლებია აღარ არსებობს.
როგორც ჩანს, ტონი კროოსის წასვლა იმაზე ბევრად დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა.
ნახევარდაცვაში სტაბილურ თამაშს მიჩვეული გუნდი, უცებ სტრუქტურულად შეიცვალა და არსებული პრობლემები ვეღარ მოაწესრიგა.
მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ ვიტინიას, ჟოაუ ნევეშს, ალექსის მაკ ალისტერს, ენცოს (თუ სიტის პრობლემები ექნება), ასევე არაერთ ნახევარმცველს ბუნდესლიგიდან.
ტოპ ვარსკვლავების დამატება, მარტივი არასდროს ყოფილა, მაგრამ ფლორენტინო აპირებს, რომ 250 მილიონ ევროზე მეტი დახარჯოს და ყველაფერი გაიღოს ნახევარდაცვის ხაზის ფუნდამენტურად გასაძლიერებლად.
- დღეს, 10:29
- 0
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




