მოურინიო:"ზამთარში არავის გაყიდვას არ ვაპირებთ"
პრეს–კონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ ისაუბრა არამარტო "მალაგასა" და "მადრიდის რეალის" დაპირისპირებაზე, არამედ სატრანსფერო ჭორებზეც გაამახვილა ყურადღება. "რუნი მომდევნო წელს? შესაძლოა იმ დროსთვის მე საერთოდ გამაგდონ კლუბიდან"–განაცხადა მოურინიომ.
AS–თან ინტერვიუში რონალდინიომ აღნიშნა, რომ თქვენ "მადრიდის რეალთან" ერთად ბევრ რამეს მიაღწევთ. რას ფიქრობთ მის სიტყვებზე?
ის ჩემი მეგობარია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს. მასზე სულ კარგად და თბილად შემიძლია ლაპარაკი, ისევე როგორც მას ჩემზე. ის კარგი ადამიანია, ამიტომაც არ მაკვირვებს მისი სიტყვები,მე მადლობას ვუხდი მას ამ სიტყვების გამო, ვინაიდან ის პატივს სცემს ჩემს მუშაობას.
ხომ ვერ გვეტყვით რატომ აყენებთ ჯიუტად რონალდუს მარცხენა, ხოლო დი მარიას კი მარჯვენა ფლანგზე და არა პირიქით?
ფეხბურთში ბევრი მაგალითია იმისა, როცა მემარცხენეები მარჯვენა ფლანგზე თამაშობენ, ხოლო მემარჯვენეები კიდე მარცხენაზე. როცა მემარჯვენე მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, მაშინ ის ხშირად აკეთებს გამჭოლ გადაცემებს და ჩაწოდებებს, ხოლო როცა იგი მარცხენა ფლანგზეა, მაშინ უფრო ხშირად იტანს გოლს. კრიშტიანო რონალდუ ნელ–ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას, წინა მატჩებში მან გოლი მარცხენა და მარჯვენა ფეხითაც გაიტანა, ასევე მოახერხა თავითაც და სტანდარტულიდანაც გოლის გატანა.
როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფერეიროსთან? რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი,თითქოსდა 2005 წელს თქვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში იგი ვირად მოიხსენიეთ?
"მალაგას" მწვრთნელს ჩემი ქება არ ჭირდება, ყველაფერს მისი კარიერა სცემს პასუხს: მან სამი ჩემპიონატი მოიგო, პორტუგალიის ყველა შესაძლო ტიტული და ის უნივერსიტეტის პროფესორია. რაც შეეხება იმ სტატიას, გირჩევდით ხელახლა გადაგეკითხათ.
"მადრიდის რეალში" უეინ რუნის გადმოსვლაზე რას იტყოდით?
მე არ მჭირდება ახლების ყიდვა. ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ეხლა მყავს.
და მომდევნო წელს?
შეიძლება იმ დროისთვის მე უკვე გამაგდონ კლუბიდან (იცინის)
ზამთარში ვინმეს გაყიდვას ხომ არ აპირებთ?
არა.
აპირებთ თუ არა "მილანი" "კიევოს" დაპირისპირების ნახვას?
არა, მაგრამ ჩემი ასისტენტი დაესწრება ამ თამაშს "სან–სიროზე".

წყარო:as.com
- 16 ოქტომბერი 2010
- 1 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.