ვინისიუსს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალისა“ და „ვილიარეალის“ დაპირისპირების მთავარმა მსაჯმა, მატჩისშემდგომ ოქმში უმკაცრესი შეფასებები გააკეთა.
ვინისიუს მოიქცა, როგორც არასპორტულად, ასევე აგრესია დააფიქსირა მატჩის მთავარი არბიტრის მიმართ.
სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელის საქმე უკვე მიიღო.
არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ სამხრეთ-ამერიკელს 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ვინი ვერ ითამაშებს „სევილიას“, „ბარსელონას“ და სანტანდერის „რასინგის“ წინააღმდეგ.
დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე.
საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
- გუშინ, 10:30
- 493
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




