ოქტომბრის „ელ კლასიკოს“ გადამწყვეტი როლი და „რეალის“ ვალდებულება
ოქტომბერში გასამართი „ელ კლასიკო“ უბრალოდ პრინციპული დაპირისპირება არ არის. ეს არის მატჩი, რომელმაც შესაძლოა მთელი სეზონის ბედი განსაზღვროს. არსებული 6 ქულიანი სხვაობის ფონზე, „რეალს“ ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება აწყობს. „კამპ ნოუზე“ სამეფო კლუბის ერთადერთი მიზანი სამი ქულის მოპოვება და სატურნირო ცხრილში ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა იქნება, თუმცა ეს შესანიშნავ ფორმაში მყოფ „ბარსელონასთან“ მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ეს მატჩი გუნდისთვის უდიდესი გამოცდა და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. „ელ კლასიკოში“ მარცხი ან თუნდაც ფრე „ბარსელონას“ უპირატესობას კიდევ უფრო გაამყარებს, რაც „რეალის“ საჩემპიონო ამბიციებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ფეხბურთელები მოედანზე უმაღლესი განწყობითა და მხოლოდ გამარჯვების მენტალიტეტით უნდა გავიდნენ.
ტაქტიკური და ფიზიკური მზადყოფნის გარდა, ამ შეხვედრაში გადამწყვეტ როლს მენტალური სიმტკიცე ითამაშებს. „რეალს“ აქვს საკმარისი გამოცდილება და კლასი იმისა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში საკუთარი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს. „ელ კლასიკოში“ გამარჯვება არამხოლოდ სატურნირო ცხრილში შეამცირებს სხვაობას, არამედ სეზონის მეორე ნახევრისთვის გუნდს უდიდეს მენტალურ უპირატესობას მიანიჭებს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიო ამ მატჩზე უკვე ძალიან სერიოზულად ფიქრობს და ტაქტიკურ მონახაზებსაც ამზადებს, ვინაიდან იაზრებს, რამხელა მნიშვნელობა ექნება კატალონიაში დადებითი შედეგის დაფიქსირებას.
- დღეს, 11:46
- 8
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




