ოქტომბრის მარათონი - რატომ არის „რეალისთვის“ ყოველი ქულა ოქროს ფასი?
ოქტომბრის თვე „რეალისთვის“ სატურნირო თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ბარსელონასთან“ არსებული 6 ქულიანი ჩამორჩენა შეცდომის უფლებას საერთოდ არ ტოვებს. საჩემპიონო რბოლაში დისტანციის გაზრდა სამეფო კლუბისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, რის გამოც მიმდინარე თვეში დაგეგმილ თითოეულ შეხვედრას ფინალის ფასი ენიჭება.
შექმნილი სატურნირო მდგომარეობა გუნდისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და სტაბილურობას მოითხოვს. „რეალმა“ დაამტკიცა, რომ რთულ სიტუაციებში მობილიზება ეფექტურად შეუძლია, თუმცა ოქტომბრის მჭიდრო გრაფიკი მოთამაშეებისგან უდიდეს ენერგიას მოითხოვს. ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება ერთადერთი გზაა, რათა კლუბმა პირველ ადგილზე მყოფ კონკურენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაზარდოს.
გუნდის შიგნით ყველას კარგად ესმის, რომ ჩემპიონატის ბედი სწორედ ასეთ მონაკვეთებში წყდება. ყოველ მოგებულ მატჩს არამხოლოდ სამი ქულა, არამედ დამატებითი თავდაჯერებულობა მოაქვს გადამწყვეტი ბრძოლების წინ. „რეალს“ სჭირდება სრულყოფილი ოქტომბერი, რათა საჩემპიონო რბოლაში ინიციატივა ხელში კვლავ ჩაიგდოს.
ასევე ოქტომბრის მიწურულს არის ჩანიშნული შეხვედრა „ბარსელონასთან“, სადაც „ბლანკოსს“ ექნება ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს.
„მარკას“ ცნობით, ჟოზე მოურინიოს აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც მომდევნო სანაკრებო პაუზამდე ყველა მატჩის მოგებას უკავშირდება.
- 10 ოქტომბერი 2026
- 223
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



