მოურინიო:„მბაპეს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სასაცილოა“

ჟოზე მოურინიომ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„კილიან მბაპე პარიზში? არ ვიცი, რას მოყვა აჟიოტაჟი, მან კლუბისგან რამდენიმე დღით დასვენების უფლება მიიღო. ვერ ვხვდები, სკანდალი სად დაინახეთ, ეს „სიტის“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ტოლსწორია? მბაპე წავიდა საფრანგეთში, შემდეგ კი დაბრუნდა ბაზაზე და რამდენიმე დღეა დატვირთვებს იღებს.“

„კილიანის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია? არა, ეს უბრალოდ სასაცილოა.“

„ედერ მილიტაოს აღდგენითი პროცესი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, ის მალე დაბრუნდება, თუმცა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს.“

„ტრავმირებული მოთამაშეების აღდგენითი პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს, მალე ჩვენი რესურსი მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.“

„ვინისიუსს დიდი პროგრესი აქვს, ის ბევრ გოლს გაიტანს და კილიანთან იდეალურ სინთეზს შექმნის. ჩვენ გვაქვს კარგი რესურსი, რომელსაც თავდასხმაში ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ. ამ ფეხბურთელების გარდა ძალიან კარგია დიომანდე, რომლის ადაპტაცია ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.“

„ედერის დაბრუნება? ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ის არც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში გავა მწვანე მინდორზე.“

„კონკურენცია ძალიან დიდია, ჩვენ მოგვიწევს, მაქსიმალურად დავიხარჯოთ ყველა მატჩში და მხოლოდ სამმა ქულამ დაგვაკმაყოფილოს.“


1

16 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 480

აჟიოტაჟი მოჰყვა იმას რომ კოჭლობით მოედნიდან გასული მბაპე მეორე დღეს რომელიღაც ღამის კლუბთან შენიშნეს სრულიად ნორმალურად მოსიარულე. და ამას დამალვა არ უნდა, არაფერიც ამ მომხდარა თუ სადმე ბარში ან პაბში ნახეს. სწორედ ფაქტის დამალვა იწვევს ეჭვებს და ეს არ უნდა ხდებოდეს. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (32)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)