ოლისეს მიმართ ინტერესი არსად წასულა
მადრიდის „რეალისთვის“ მაიკლ ოლისე მაინც რჩება საოცნებო ტრანსფერად. ფრანგი ფეხბურთელი უფროდაუფრო პროგრესირებს.
„ბაიერნი“ მაქსიმალურად ცდილობს, შემტევთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, „რეალი“ კი მოვლენებს აქტიურად აკვირდება.
თუ 2027 წლის ზაფხულში შანსი იარსებებს, ფლორენტინო პერესი ოლისეს აუცილებლად დაიმატებს.
ცალკე საკითხია მბაპესა და „ბაიერნის“ შემტევის შესანიშნავი ურთიერთობა.
ოლისე როგორც კლუბში, ასევე „მამლების“ რიგებში გამორჩეულია და ყველას აჩვენებს, რომ საოცარი პოტენციალი აქვს.
მადრიდის „რეალი“ 200 მილიონ შეთავაზებას მომდევნო ზაფხულს აუცილებლად განაახლებს.
- დღეს, 13:27
- 21
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




