დღის გეგმა ცნობილია
სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დღის გეგმა ჩამოყალიბებული აქვს.
„მერენგები“ დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან საწვრთნელ ბაზაზე და მორიგ ვარჯიშს გამართავენ, რომელსაც ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნებული არაერთი მოთამაშე დაესწრება.
დღევანდელი შეკრება პორტუგალიელმა დამრიგებელმა თბილისის დროით 18:30 საათზე ჩანიშნა, რათა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცეთ.
ხვალიდან გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს დაიწყებს, 10 ოქტომბერს კი „ვილიარეალს“ შეხვდება.
- დღეს, 13:18
- 17
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



