კურტუა:„რასაც მივაღწიე, ყველაფერი „რეალის“ დამსახურებაა“
ტიბო კურტუამ მადრიდულ ტელევიზიებს ინტერვიუ მისცა.
„როდესაც ბავშვი ვიყავი, ბერნაბეუზე დავდიოდი და ვოცნებობდი, რომ ამ სტადიონზე „რეალის“ მაისურით მეთამაშა. ეს ახდენილი ოცნებაა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდება.“
„მიხარია, რომ „რეალთან“ ერთად დიდი ეპოქა შევქმენი და კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე ვაპირებ მოწოდების სიმაღლეზე დგომას.“
„მომწონს აურა და პატივისცემა, რომელიც სამეფო კლუბის გასახდელშია. აქ ადამიანები საკმაოდ მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ.“
„ჩემი შვილი 10 წლამდელთა გუნდში თამაშობს, ძალიან სურს, რომ კილიან მბაპეს დაემსგავსოს, მას უყვარს მანევრირება და სისწრაფე.“
„ბელგიის ნაკრებში თამაშზე უარის თქმა, საკლუბო სეზონის აქტიურმა პერიოდმა განაპირობა. პატარა ბიჭი აღარ ვარ და ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნო. ის, რასაც მივაღწიე, მხოლოდ მადრიდის „რეალის“ დამსახურებაა და კლუბისადმი პატივისცემის გამოხატვა მმართებს. ერთა ლიგის მატჩებში კიდევ ფრენა და უამრავ მატჩში მონაწილეობის მიღება, ჩემს კონდიციებზე დადებითად არ იმოქმედებდა.“
„მე არ მითქვამს, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე, უბრალოდ პაუზა ავიღე და ვთვლი, რომ ჩემი გადაწყვეტილება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.“
„ჟოზე „ჩელსიში“ გავიცანი. წლები გავიდა და ის უფრო დაიხვეწა, მაგრამ ხასიათი არ შეცვლია. მას უყვარს პირდაპირობა, მაქსიმალური ჩართულობა და გულწრფელი საუბრები. პორტუგალიელი სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც „ბლანკოსს“ სჭირდება.“
„ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი ისე ვთქვა, როგორც სინამდვილეშია. მედიის წარმომადგენელთა ინტერპრეტაციების არ მეშინია.“
- დღეს, 12:26
- 0
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



