შანსი კარლოს ესპის

მადრიდული საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდის „რეალის“ უახლოესი მატჩისკენაა მიპყრობილი, სადაც ჟოზე მოურინიოს გუნდი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მძიმე და პრინციპულ ბრძოლას გამართავს. პორტუგალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, სამეფო კლუბი რისკზე წასვლას და კილიან მბაპეს მოედანზე გამოყვანას არ აპირებს, რადგან ფრანგი ვარსკვლავი სრულფასოვან აღდგენით პროცესს გადის. კლუბის სამედიცინო შტაბი და სამწვრთნელო პერსონალი უპირატესობას ფეხბურთელის ჯანმრთელობას ანიჭებენ, რაც ნიშნავს, რომ შეტევის ხაზში ახალი, თუმცა ნამდვილად დამსახურებული  ფორვარდი გამოჩნდება.

სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების რეალური შანსი კარლოს ესპის ეძლევა.  ფეხბურთელს, რომლის სტატისტიკაც და გოლის მძებნელის ინსტიქტიც შთამბეჭდავია. ესპი ისეთი ტიპის ფორვარდია, რომელიც მწვანე მინდორს უგოლოდ ფაქტობრივად არასდროს ტოვებს და მეტოქეთა საჯარიმოში მუდმივ საფრთხეს ქმნის. მისი გამოჩენა სასტარტოში არ არის მხოლოდ იძულებითი ნაბიჯი მბაპეს არყოფნის ფონზე, არამედ ზუსტი ტაქტიკური გათვლაც იმ ბრძოლისთვის, რომელსაც „ვილიარეალის“ მყარი და ორგანიზებული დაცვა მოითხოვს.

კარლოს ესპის მსგავსი ტანმაღალი და კლასიკური ტიპის ცენტრფორვარდის გამოყენება მადრიდის „რეალისგან“ სათამაშო მიმართულებების გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს. თუ ბოლო პერიოდში გუნდის შეტევები ძირითადად მბაპეს სისწრაფესა და ფლანგურ რეიდებზე იყო აგებული, ახლა თამაშის აქცენტი ცენტრალური ზონის ლოკალიზაციასა და საჰაერო დუელებზე გადაინაცვლებს. ესპის ფიზიკური მონაცემები საშუალებას მისცემს გუნდს, გამოიყენოს ეფექტური პრესინგი, მეტოქის მცველებთან ჭიდილში ბურთის შენარჩუნება და ე.წ. „ტარგეტმენის“ კლასიკური ფუნქციები.

ასეთი ტაქტიკური სქემა განსაკუთრებულ როლს აკისრებს ფლანგურ ნახევარმცველებსა და ნახევარდაცვის ცენტრს, რომლებსაც საჯარიმოში ხარისხიანი ჩაწოდებებისა და ეფექტური მეორე ტალღის შეტევების განხორციელება მოუწევთ. კარლოს ესპი განსაკუთრებით სახიფათოა საჯარიმო მოედნის ზონის სიახლოვეს, სადაც მისი ტანი, პოზიციური ალღო და მეორე სართულზე თამაშის უნარი გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. მადრიდელებს მოუწევთ მეტი აქცენტი გააკეთონ ფლანგებიდან კლასიკურ ცენტრალურ მიწოდებებზე და ზუსტ პასებზე, რათა ახალგაზრდა ფორვარდის ძლიერი მხარეები მაქსიმელურად გამოავლინონ.

თავად ესპანელისგან  გულშემატკივრები უდიდეს თავდადებას, ბურთისთვის ბოლო წუთამდე ბრძოლას და მაქსიმალურ კონცენტრაციას ელოდებიან. ახალგაზრდა ფორვარდმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია ჟოზე მოურინიოს ტაქტიკურ სამუშაო მოდელში ინტეგრირება და ისეთივე სტაბილურობის ჩვენება, როგორიც წინა  გუნდებში ჰქონდა. მისი მოძრაობა ხაზებს შორის, მცველების „ჩამოშლა“ და ზურგში გახსნილი სივრცეები საშუალებას მისცემს მეორე ეშელონიდან შემტევებს მეტი თავისუფლება მიიღონ კარში დასარტყმელად.

ეს მატჩი კარლოს ესპისთვის არამხოლოდ კარიერული ზრდის, არამედ სამეფო კლუბში თავის მეტად  დამკვიდრების უნიკალური შანსია. მოურინიოს ხელმძღვანელობით ასეთი შანსების მიღება და მათი ეფექტურად გამოყენება ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ სტაბილურობასა და კლასზე ბევრს მეტყველებს. 

თუ ესპი შეძლებს „ვილიარეალთან“ საკუთარი სიტყვის თქმას და გოლის გატანას, ის არამხოლოდ დროებით ალტერნატივად, არამედ „რეალის“ გრძელვადიანი სათამაშო გეგმების სრულფასოვან მონაწილედ იქცევა. ეს არის შანსი, რომელიც ესპანელმა უნდა გამოიყენოს და ამის მადრიდისტებს ღრმად გვწამს.

  • Madridista
  • 30 სექტემბერი 2026
  • 753
  • 4

1

30 სექტემბერი 2026 14:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 018

მე პირადად მაგრად მჯერა ამ ბიჭის და მგონია, რომ უსერიოზულესი გოლეადორი დადგება


2

30 სექტემბერი 2026 17:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67

მბაპე  ესპი  დიომანდე დახატავდა რეალის შეტევას

                                  მბაპე  ესპი  დიომანდე

                                              ჯუდი

                              ვალვერდე     გიულერი

კუკურა                                                                         ტრენტი

                           კონატე                მილიტაო

                                            ტიბო

                              


3

1 ოქტომბერი 2026 08:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4

ენდრიკმა რა დააშავა ))


4

1 ოქტომბერი 2026 12:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 466
1 ოქტომბერი 2026 08:44, cotne-RMA says:

ენდრიკმა რა დააშავა ))

ENDRIKI MAGRAD ICHAGREBA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (25)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)