ჰალანდის სიტუაციას „ბარსელონაც“ აკვირდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტის“ პრობლემებს არამხოლოდ „რეალი“, არამედ სხვა კლუბებიც აკვირდებიან.
თუ მანჩესტერულ კლუბს ტიტულებს ჩამოართმევენ და პრემიერლიგიდან დააქვეითებენ, ერლინგ ჰალანდის მიმართ ინტერესი არამხოლოდ „რეალს“, არამედ კატალონიის „ბარსელონასაც“ ექნება.
არსებული ინფორმაციით, კატალონიელები აქტიურად აკვირდებიან მოვლენებს, რომელიც მანჩესტერულ კლუბში ვითარდება.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ „რეალი“ ენცო ფერნანდესის დამატებაზეც არ იტყვის უარს, რომლის ტრანსფერზეც რამდენიმე თვის წინ ისედაც აქტიურად მუშაობდა.
ესპანელთა ცნობით, „სიტის“ სანქციების საბოლოო პაკეტის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
- დღეს, 11:35
- 15
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




