მილიტაო შესაძლოა „ლაიფციგთან“ დაბრუნდეს
ედერ მილიტაოს სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება მიეცა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მწვანე მინდორზე ბრუნდება. სახელდება სავარაუდო თარიღიც, როდესაც ის უშუალოდ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ედერი ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელიც „ლაიფციგის“ წინააღმდეგ უნდა შედგეს, სათამაშო წუთებს მიიღებს.
„რეალის“ სამედიცინო შტაბი ამ კვირიდან მილის პროგრესს და ბურთთან ერთად ვარჯიშს აქტიურად დააკვირდება და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.
- დღეს, 11:33
- 171
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




