კამავინგა:„ჩემთვის დიდი პატივია ზიდანთან მუშაობა“
ედუარდო კამავინგამ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ზინედინ ზიდანსა და მადრიდის „რეალზეც“ ისაუბრა.
„პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ზინედინ ზიდანთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. ფრანგს აქვს განსაკუთრებული ავტორიტეტი და გამარჯვებულის მენტალიტეტი. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ნაკრები ზიზუსთან ერთად ძალიან წარმატებული იქნება.“
„მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება.“
„ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად ვითარდება. სრულიად მოულოდნელად მოვხვდი ნაკრებში, შემდეგ იყო „რეალში“ გადასვლა, რაც ასევე მოულოდნელი გახლდათ.“
„ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოცდილი გამხადა, ეს მნიშვნელოვანია მენტალური მდგრადობისთვის.“
„ყველაზე მეტად სტაბილურობა მჭირდება, როგორც სათამაშო დროის მხრივ, ასევე თამაშის კომპონენტებში. როდესაც ნახევარმცველი ხარ, შენზე ყოველთვის დიდ ავანსი გაიცემა.“
„სად მომწონს თამაში? შემიძლია ვიყო 6-იანი და 8-იანი. სწორედ ეს არის ჩემი პოზიციები.“
„მარცხენა მცველად თამაში? ეს მხოლოდ უკიდურესი საჭიროებების დროს ხდებოდა. მე არ ვარ მცველი და არ მაქვს ის უნარები, რომელიც უკანახაზელს სჭირდება.“
„ზიზუს მიდგომა? მას სურს, რომ ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს. თავდამსხმელმა გოლი უნდა გაიტანოს, ნახევარმცველმა მომენტი შექმნას და საჭიროების შემთხვევაში გუნდს დაცვაშიც დაეხმაროს.“
- დღეს, 11:32
- 152
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




