„რეალი“ „სიტიში“ არსებულ პრობლემებს ყურადღებით აკვირდება
მანჩესტერ „სიტის“ შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 115-იდან 114 შემთხვევა მანჩესტერულ კლუბს დარღვევად ჩაეთვალა, რაც აბსოლუტურად სცილდება როგორც პრემიერლიგაში ქულების დაკლების, ასევე ტოპ ლიგიდან დაქვეითების და სხვა სანქციების ინდიკატორებს.
ჯერ-ჯერობით არაფერია დაზუსტებული, მაგრამ ინგლისელებს უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზული პრობლემების მოგვარება მოუწევთ.
„მარკას“ ინფორმაციით, სამეფო კლუბი აქტიურად აკვირდება მოვლენებს, რომელიც „სიტიში“ ვითარდება და საჭიროების შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას აპირებს.
საქმე ეხება იმას, რომ თუ სანქციელი მართლაც ამოქმედდება და „სიტის“ პრემიერლიგაში თამაში აღარ მოუწევს, მეგა ვარსკვლავები გუნდს აუცილებლად დატოვებენ.
სამეფო კლუბის რადარზე ამ შემთხვევაში ერლინგ ჰალანდი და ენცო ფერნანდესი იქნებიან. ეს უკანსკნელი მარესკას გუნდს ლონდონის „ჩელსიდან“ სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
„ბლანკოსი“ არ ჩქარობს, თუმცა აბსოლუტურად ყველა დეტალზეა ინფორმირებული.
- დღეს, 14:33
- 128
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




