„რეალი“ ხაკობო რამონის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს
ახალგაზრდა კანტერანო ხაკობო რამონი სერიოზულ პროგრესს აჩვენებს. ესპანელმა ფეხბურთელმა „კომოში“ იდეალური ადგილი იპოვა და საოცრად თამაშობს, რასაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობაც აკვირდება.
აღსანიშნავია, რომ „მერენგები“ რამონის საკონტრაქტო უფლებების 50%-ს ფლობენ და 2027 წლის ზაფხულში მისი დაბრუნება სულ რაღაც 9 მილიონ ევროდ შეუძლიათ.
ამ ყველაფრის პარალელურად, რამონის ფასი ბოლო თვეებში 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პროგრესს.
თუ ხაკობო ფაბრეგასის გუნდში ასეთ მაღალ დონეზე და შეუცვლელად თამაშს განაგრძობს, მისი ბერნაბეუზე დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება.
- დღეს, 14:25
- 72
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




