მბაპე ტრავმირებულია
კილიან მბაპემ თურქეთისა და საფრანგეთის ნაკრების დაპირისპირებაში დაზიანება მიიღო.
ზინედინ ზიდანმა ნაკრების კაპიტანი მაშინვე შეცვალა, მაგრამ ფრანგს ტკივილები აწუხებს.
არსებული ინფორმაციით, საქმე გვაქვს მყესის დაზიანებასთან, მაგრამ ექიმები წინასწარ დასკვნებს ვერ აკეთებენ.
„მარკას“ ინფორმაციით, კილიანი ეროვნულ ნაკრებს დატოვებს და ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
- გუშინ, 02:30
- 278
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




