ზიზუ:„მბაპეს ცხოვრების ყველა ეტაპს ვიცნობ“

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში გამართულ პრესკონფერნეციაზე არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა, მათ შორის ისაუბრა „რეალის“ ფეხბურთელებზე.

„მბაპე დიდებული მოთამაშეა. როგორც უკვე აღვნიშნე, კილიან ჩემს გუნდში მარცხენა ფრთიდან შეუტევს.“

„ვინ იქნება ცენტრ-ფორვარდი? არჩევანი დიდია, მოვიფიქრებთ რა იქნება სწორი გამოსავალი, მაგრამ ამ ეტაპზე მბაპეს ცენტრში ვერ ვხედავ.“

„კიალისნის სისწრაფე, ტექნიკა და დარტყმის საოცარი უნარი ფლანგიდან უნდა გამოვიყენოთ. მე მისი ცხოვრების ყველა ეტაპს ვიცნობ. მახსოვს, 2012 წელს როდესაც მადრიდში ჩამოვიდა და მაშინვე ყველა აღფრთოვანებაში მოიყვანა.“

„ოქროს ბურთი? დროის საკითხია, მბაპე ამ ჯილდოს იმსახურებს და მოიგებს კიდეც, თანაც არაერთხელ.“

„კონატე?. სამწუხაროდ, იბუ მადრიდში ბრუნდება, ვინაიდან მცირე დაზიანება აქვს. ის ვარჯიშს ვერ მოახერხებდა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკანახაზელი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებულიყო.“

„კამავინგა? რადგან ის გამოვიძახე, ესეიგი საჭიროდ ვთვლი, რომ ასე გამეკეთებინა. ედუარდოს ბევრი დრო არ ჰქონია, მაგრამ კარგ კონდიციაშია, მისთვის ნაკრების კარი ღიაა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (163)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)