ჰაუსენი:„მადრიდული დერბის წაგება ჩემი პასუხისმგებლობა იყო“
დინ ჰაუსენმა ესპანეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მადრიდის „რეალზეც“ ისაუბრა.
„ის, რაც „ატლეტიკოსთან“ მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მსაჯის მკვეთრი გადაწყვეტილება რომ არა, ჩვენ 3 ქულას მოვიპოვებდით.“
„ჩემი მოედნიდან გაძევების შემდეგ გუნდს ყველა რგოლში პრობლემა შეექმნა, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მადრიდული დერბის წაგება ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა.“
„საპანიკო არაფერია. არცერთი მადრიდისტა დიდ ყურადღებას არ აქცევს პანიკას, რომელიც პრესის ფურცლებზეა ასახული, ვინაიდან ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლოების.“
„ლა ლიგა სტაბილურად დავიწყეთ. „ბეტისთან“ ვერმოგება ფატალური გაუმართლებობა იყო, „ატლეტიკოსთან“ კი სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებები ვიხილეთ.“
„დარწმუნებული ვარ, საკლუბო სეზონის განახლების შემდეგ ყველაფერს მოვაწესრიგებთ და ჩემპიონთა ლიგაზეც მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით.“
- დღეს, 10:00
- 303
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




