ჯუდ ბელინგემის ახალი კონტრაქტი მზად არის
ესპანური გამოცემების ცნობით, სანაკრებო შეკრებების დასრულების შემდეგ, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.
ინგლისელი მოთამაშე სამეფო კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც მის ბერნაბეუზე დარჩენას 2033 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
ჯუდი ასევე მიიღებს გაუმჯობესებულ სახელფასო პირობებს და საიმიჯო უფლებებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ოქტომბრის ბოლომდე, ბელინგემის ხელშეკრულების განახლების შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი.
- დღეს, 11:00
- 5
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



