კუკურეია:„ჩვენ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით“
მარკ კუკურეია ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. განაპირა მცველმა სამეფო კლუბთან დაკავშირებით ისაუბრა.
„სეზონი ეფექტურად დავიწყეთ, რამდენიმე მატჩი ზედიზედ მოვიგეთ. ამას დაერთო „ბეტისთან“ სრულიად დაუგეგმავი მარცხი, შემდეგ ძალიან დასანანი მარცხი „ატლეტიკოსთან“, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ 7-იდან 2 შეხვედრა წავაგეთ, ეს კი „რეალის“ დონის გუნდისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.“
„საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და ვეცადოთ, რომ ოქტომბრის მატჩებში საუკეთესო შედეგები დავაფიქსიროთ.“
„თუ „ბლანკოსი“ „ელ კლასიკოს“ მოიგებს, სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესედება. სწორედ ამაზე უნდა ვკოცენტრირდეთ და ვეცადოთ, რომ სანაკრებო შეკრებების შემდეგ კლუბებს ტრავმების გარეშე და ძალიან მოტივირებულები დავუბრუნდეთ.“
„კარლოს ესპი? დარწმუნებული ვარ, მას მალე დე ლა ფუენდე დაუძახებს და ჩვენი ნაკრების წევრი გახდება. ყველა ვარჯიშზე ვუყურებ, რამდენად დიდი პერსპექტივა აქვს ახალგაზრდა ფორვარდს.“
- დღეს, 11:05
- 55
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



