ესპი:„ვიცი, რომ „რეალში“ დიდი დრო მომეცემა“
კარლოს ესპი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში იმყოფება. ახალგაზრდა ფორვარდმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრით. ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა და ვიმედოვნებ, გუნდს გატანილი გოლებით დავეხმარები.“
„დიახ, „რეალში“ დიდი დრო არ მეძლევა, მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება და უფრო მეტ წუთს გავატარებ მოედანზე, ამის ღრმად მწამს და მჯერა.“
„გადამწყვეტი გოლები? რა თქმა უნდა, საოცარი შეგრძნებაა, როდესაც „ბლანკოსის“ მაისურით გამარჯვების გოლს იტან.“
„ჩემთვის რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილებაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში.“
„ჟოზე მოურინიოსთან ბევრს ვმუშაობ. ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ ნებისმიერ დროს მზად ვიყო მოედანზე შესასვლელად და გოლის გასატანად.“
„მბაპე და ვინისიუსი? ისინი საოცარი წინახაზელები არიან, რომლებიც არნახულ სისწრაფეს და ტექნიკურ მონაცემებს ფლობენ.“
- გუშინ, 12:51
- 368
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




