მოურინიოს ვინისთან სერიოზული საუბარი ჰქონდა
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ვინისიუს ჟუნიორთან სერიოზული საუბარი ჰქონდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა მოცემულობით, რომელიც ბრაზილიელ ვარსკვლავს უდგას.
ვინი ცოტას მოძრაობს, მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი აქვს. ხშირად ვერ ახერხებს მეტოქეზე წასვლას და საერთო ჯამში, გუნდის დახმარებას ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს.
თუ ბრაზილიელი არ მოუმატებს, მას სათადარიგო სკამზე გადაჯდომა მოუწევს, ვინაიდან ჟოზე მოურინიო აშკარა საფრთხეებს ხედავს.
„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებაში ჟუნიორმა მოედანზე 56 წუთი გაატარა და აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო. ამ ფონზე იან დიომანდემ ნახევარ საათიან ჭრილში ყველაზე მეტი დრიბლინგი განახორციელა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.
ჟოზე მკვეთრი ნაბიჯების გადადგამს გეგმავს და აპირებს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული და გააზრებული ფეხბურთით გამორჩეული „ბლანკოსი“ წარმოადგინოს.
- გუშინ, 12:50
- 793
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




