ვალდანო:„ნახევარდაცვის პრობლემა კვლავ სახეზეა“
ხორხე ვალდანომ მადრიდული დერბი შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალს“ ისევ ის პრობლემა აქვს, რაც შარშან და შარშანწინ ჰქონდა.
„სურათი არ იცვლება. სამეფო კლუბს ჰყავს ძალიან პროდუქტიული და სწრაფი წინახაზელები, მაგრამ მოედნის ცენტრში გუნდი ფონს ვერ გადის.“
„ნახევარდაცვაში არ არის სინთეზი. არ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ბურთის კომპლექსური ფლობა, ტემპის დაჭერა, გააზრებული შეტევების წამოწყება.“
„რაც არ უნდა კარგ ფორმაში იყოს მბაპე, ვინისიუსი თუ სხვა ფეხბურთელი, დღესდღეობით ნახევარდაცვის მწყობრი თამაშისა და გააზრებული ქმედებების გარეშე ვერაფერი მოხდება.“
„ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიოს სჭირდება დალაგებული ნახევარდაცვა და ამ გუნდში აღნიშნული პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას.“
„როდრის ტრანსფერის ჩაშლა „ბლანკოსისთვის“ დიდი შოკი იყო და ეს სრულიად გასაგებიც არის.“
„მივიჩნევ, რომ სანაკრებო პაუზა ჟოზემ ტაქტიკური გარდაქმნებისთვის უნდა გამოიყენოს. გუნდს სჭირდება თამაშშის მმართველი ნახევარმცველი.“
„არ ვიცი, შესაძლოა ეს ადამიანი ბერნარდუ სილვაც იყოს, მაგრამ ის სათადარიგოთა სკამიდან გუნდის დირიჟორი ვერ იქნება.“
- დღეს, 13:17
- 0
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



