დრამის მოლოდინი მადრიდში - დღეს ესპანეთის დედაქალაქი 2 საათით გაჩერდება

2026 წლის 20 სექტემბერს მადრიდი კვლავ ორად იყოფა. „მეტროპოლიტანოზე" სეზონის პირველი დიდი დერბი იმართება, სადაც ერთმანეთს „ატლეტიკო" და „რეალი" უპირისპირდებიან. ეს მატჩისამ ქულაზე მეტია.

სამეფო კლუბში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებამ და მისმა პირველმა კვირებმა უკვე მკვეთრი ცვლილებები მოიტანა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდს განსაკუთრებული მენტალური სიმტკიცე და პრაგმატული სიმკაცრე დაუბრუნა, რამაც დაცვითი ხაზი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა.

მოურინიოს გარდაქმნები „რეალში" პირველ რიგში დისციპლინისა და გარდამავალ ფაზებში სივრცეების მკაცრ კონტროლში გამოიხატება. გუნდი აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ქაოტურ ბურთის ფლობაზე. ის ცდილობს მეტოქის შეცდომებზე მაქსიმალური ეფექტურობით ითამაშოს.

„ატლეტიკოს" წინააღმდეგ ტაქტიკური ორთაბრძოლა სწორედ ამ ფაქტორზე იქნება აგებული. დიეგო სიმეონეს შეგირდები ტრადიციულად კომპაქტურ და აგრესიულ ბლოკს შემოთავაზებენ თანაქალაქელებს, სადაც ცენტრალური ზონები მაქსიმალურად ჩაკეტილი იქნება.

მატჩის ბედი დიდწილად ფლანგის ფეხბურთელების მნიშვნელოვან დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. სივრცეები, რომლებსაც გუნდები ფლანგებზე შექმნიან, გადამწყვეტ როლს ითამაშებს „ატლეტიკოს" დაბალი ბლოკის გარღვევაში.

კილიან მბაპეს ფაქტორი ამ დაპირისპირებაში ცალკე აღნიშვნის ღირსია. ფრანგი თავდამსხმელის სისწრაფე და მომაკვდინებელი აჩქარებები მთავარი იარაღია, რომელსაც მოურინიო მეტოქის მაღალ ან დაუცველ ზურგს უკან გამოიყენებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯუდ ბელინგემის საოცარი კონდიცია, რომელიც მოედნის ცენტრში უზარმაზარ მოცულობის შავ სამუშაოს ასრულებს და შეტევის მეორე ტალღას აკონტროლებს. მისი ღრმა შემოჭრები და საჯარიმოში დროული გამოჩენა ჩოლოს გუნდის დაცვას მუდმივ დაძაბულობაში შეინარჩუნებს.

მიუხედავად „რეალის" ვარსკვლავური შემადგენლობისა, აუცილებელია „ატლეტიკოს" მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შეფასება. დიეგო სიმეონეს გუნდი ფლობს უნიკალურ უნარს, მეტოქის ტემპი ჩაახშოს და სტანდარტული მდგომარეობებიდან თუ სწრაფი კონტრშეტევებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

ასეთ დაძაბულ და ტაქტიკურად რთულ მატჩებში მომენტების გამოყენების მნიშვნელობა კრიტიკულია. გუნდი, რომელიც საკუთარ შანსებს უკეთ გამოიყენებს და ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლებს, საბოლოო გამარჯვებასთან ახლოს იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსის“ წინა მწვრთნელებს, ეს იქნებოდა არბელოა, ალონსო, თუ კარლო ანჩელოტი, თანაქალაქელთა წინააღმდეგ უჭირდათ, ვინაიდან მათი მიდგომა ძირითადად ბურთის ფლობის კომპონენტებზე იდგა, ხოლო ჟოზეს სტილი ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულია, რაც პირველ რიგში, ბურთის ნაკლებ ფლობას და სწრაფ შეტევებს გულისხმობს. მოურინიოს ურჩევნია ფეხბურთელებმა 3-4 პასის შემდეგ მეტოქეს შუეტიონ, ვიდრე მოედნის ცენტრში 10-12 გადაცემა გააკეთონ და წინ ვერ წავიდნენ. ამ სტილით „განსაკუთრებული“ სრულიად განსხვავებულ მიდგომას აჩენს.

„მეტროპოლიტანოს" ატმოსფერო კიდევ უფრო გააძლიერებს მატჩის დრამატურგიას. ფსიქოლოგიური მდგრადობა და პირველი შეცდომის ფასი იმდენად მაღალია, რომ ორივე მწვრთნელი მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედებს.

მოურინიოს ტაქტიკური მოქნილობა და სიმეონეს ემოციური ენერგია მოედანზე ნამდვილი სანახაობა იქნება.  მცირე დეტალები, ინდივიდუალური ოსტატობა და სტანდარტები შესაძლოა მატჩის ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

სამეფო კლუბის სათამაშო პოტენციალი და ტაქტიკური სიღრმე არ შემოიფარგლება მხოლოდ სასტარტო შემადგენლობით, რადგან ჟოზე მოურინიოს ხელთ არსებული სათადარიგო სკამი შეტევივითი პოტენციალის გაზრდის უზარმაზარ რესურსს იძლევა. გუნდის შემტევი ხაზის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს ისეთი ტალანტებისა და შემსრულებლების არსებობა, როგორებიც არიან მრავალმხრივი და ტექნიკური ბრაჰიმ დიასი, რომელიც მოედანზე გამოსვლისთანავე შეუძლია ტემპის აჩქარება და მეტოქის დაცვის რგოლის არევა. ბრაჰიმის მანევრირება და სივრცეების პოვნის უნარი გუნდს უფრო მრავალფეროვანს ხდის.  ხოლო შეტევის ალტერნატიული ვარიანტები მწვრთნელს საშუალებას აძლევს, მატჩის მიმდინარეობისას ტაქტიკური სქემა მოქნილად შეცვალოს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების ფაქტორი, სადაც თავის გამოჩენას ელოდება იან დიომანდე და ოქროს ფორვარდის სტატუსის მქონე კარლოს ესპი. ასეთი ძლიერი სარეზერვო არსენალი „ბლანკოსს“ საშუალებას აძლევს, მატჩის მიწურულს, როდესაც „როხიბლანკოს“ დაცვა უკვე ფიზიკურ დაღლილობას იგრძნობს, ახალი ენერგია და შეტევითი სიმწვავე შეიტანოს მოედანზე, რაც ხშირად მსგავსი დაძაბული დერბის ბედს წყვეტს.

საბოლოო ჯამში, ეს დერბი იქნება ბრძოლა ინტენსივობის, ხასიათისა და ტაქტიკური დისციპლინის უმაღლეს დონეზე. მადრიდული ფეხბურთის ქომაგები ნამდვილ სანახაობას და დაძაბულობის პიკს უნდა ელოდონ.

ვინ აღმოჩნდება უფრო მზად ამ ტიტანების ბრძოლისთვის მოურინიოს ახალი ენერგიით გაჯერებული სამეფო კლუბი თუ სიმეონეს დაუნდობელი მებრძოლები? პასუხს დღეს საღამოს ვიხილავთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (131)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)